ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ არის- აცხადებს შს მინისტრი იმ ფულთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ბანკში შეჭრილ თავდამსხმელს გადაუხადეს.
შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბოლო პერიოდის ყველაზე ხმაურიანი საქმის შესახებ პირველი განცხადება მხოლოდ დღეს, თითქმის 24 საათის შემდეგ გააკეთა და პოლიციას მადლობა გადაუხადა.
გომელაური კატეგორიულად უარყოფს, რომ თავდამსხმელს ბიუჯეტის ფული გაატანეს და ამბობს, რომ ფული საქართველოს ბანკმა გადაიხადა.
"არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, ეს იქნება 10 მილიონი, 100 მილიონი დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ თუ გინდათ ეს დადასტურებად ჩათვალეთ.ახლა არ აქვს, რამდენი წაიღო. ბიუჯეტის თანხა არ არის ნამდვილად." - ამბობს გომელაური.
მინისტრი ასევე ამბობს, რომ ინციდენტისას საკუთარ მოგონილ გეგმას არ მიჰყვებოდა და ითვალისწინებდა მსოფლიოს მიერ დადგენილ წესებს.
"მძევალი როდესაც აყვანილია, არის თავისი წესები, მსოფლიოს მიერ დადგენილი წესები. ეს არ არის არც საქართველოს და არც ვახტანგ გომელაურის მოგონილი წესები. ოპერაციის დაწყება, შესვლა - არ შესვლა... ეს არის ჩვეულებრივი გეგმა, რომლითაც ვიმოქმედეთ ჩვენც" - თქვა მინისტრმა.
ცნობისთვის, შს მინისტრი სავარაუდო, თანამზრახველ დავით ხვიბლიანს "ერთ- ერთი მძევალს" უწოდებს. ის ასევე ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმის განცხადებასაც და ამბობს, რომ გამოძიება ყველა მიმართულებაზე მუშაობს
შეგახსენებთ, რომ ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, თუმცა "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო და ქვეყანა დატოვა.