სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა, ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ თავდამსხმელი ე.წ. საზღვარს გადაკვეთს, სოხუმი მზად არის, დამნაშავე თბილისს გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა, რომელმაც ზუგდიდის ბანკში გუშინ მძევლები აიყვანა და დღის ბოლოს ნახევარი მილიონი გადასცეს, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია უკვე დატოვა.
"მთავარის" წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია კოდორიდან დატოვა, მანამდე კი გაიარა წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, ლებარდეს ტყე.