მთავარია ეს ადამიანი დავიჭიროთ, დავაკავოთ და დავსაჯოთ - გომელაური

გამოქვეყნდა:

შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური არ საუბრობს იდენტიფიცირებულია თუ არა თავდამსხმელი. ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდის მოვლენებზე კომენტარი დღეს გააკეთა, პოლიციას მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ პოლიციის პირველი ამოცანა მძევლების შენობიდან უსაფრთხო გაყვანა იყო. 

სავარაუდო, თანამზრახველ დავით ხვიბლიანზე კი შს მინისტრი ამბობს, რომ ის ერთ- ერთი მძევალი იყო. 

"წაიყვანა მძევლები სამი ადამიანი, რომელთან ერთადაც რამდენიმე საათი მანქანით მოძრაობდა. მანქანიდან გადავიდა და მიიმალა გამთენიისას. მეორე ეტაპი არის, ჩვენი მთავარი თემა, ეს ადამიანი დავიჭიროთ, დავაკავოთ და დავსაჯოთ.

დავით ხვიბლიანი იყო მძევალი, 43 ადამიანიდან ერთ -ერთი იყო დავით ხვიბლიანი. არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, ეს იქნება თუ მილიონი, ასი მილიონი, დიდი მნიშვნელობა ახლა არ აქვს, რა მიშვნელობა აქვს რამდენი წაიღო. ბიუჯეტის თანხა არ არის ნამდვილად", - ამბობს გომელაური

შს მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმის განცხადებასაც გამოეხმაურა :

"თუ გადავა და გადმოგვცემენ კარგი იქნება. ჯერ ვნახოთ თუ გადავა, სხვა თემაა - გამოძიება ყველა მიმართულებაზე მუშაობს" - ამბობს გომელაური 

შს მინისტრი კატეგორიულად უარყოფს, რომ თავდამსხმელს ბიუჯეტის ფული მისცეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით 14:30 სთ-ზე შეიჭრა, 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, და მიიღო კიდეც. აქვე,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო და ქვეყანა დატოვა. 

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გუშინ, 21 ოქტომბერს, ღამე ჩავიდა და საგანგებო ოპერატიული შტაბის სხდომა ჩაატარა. 

"მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, ზუგდიდის ბანკზე თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა და მისი ერთ ერთი თანამზრახველი დავით ხვიბლიანია, რომელიც მოქმედი სამხედრო პირია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი