შსს-მ ქარელში საკრებულოს დეპუტატის ავტომანქანის გატაცების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, წარსულში მრავალჯერ, მათ შორის ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული მ.ჟ., ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ უწყება ოფიციალურ განცხადებას აქვყენბეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თანამზრახველებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ლეთეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ საავტომობილო გზაზე, ყაჩაღურად თავს დაესხა 1983 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს, რომელსაც ბასრი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ყაჩაღურად გასტაცა მისი კუთვნილი, "ტოიოტა ლენდკრუიზერის" მარკის ავტომობილი.

სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ოსიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები" - წერია შსს-ს განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს და  6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს განცხადებამდე, მედიაში გავრცელდა, რომ 20 ოქტომბერს სოფელ ლეთეთში ქარელის საკრებულოს წევრი ზურაბ ახმედოვი გაიტაცეს ჩვენი ინფორმაციით ახმადოვი სავარაუდოდ, საკუთარი მანქანით გაიტაცეს. თუმცა "ოცნების" დეპუტატმა თავს გაქცევით უშველა. ამ დრომდე კი, სამინისტრო განმარტავდა, რომ არა დეპუტატი, არამედ მისი ავტომანქანა გაიტაცეს მხოლოდ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი