ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც კრიმინალსა და პოლიციას შორის არჩევანი კრიმინალზე გააკეთა - გიორგი დვალიშვილი

გამოქვეყნდა:

ყოფილი პოლიციის თანამშორმელი გიორგი დვალიშვილი ამბობს, რომ ერთი წელია იმ კრიმინალის და იმ პოლიტიკის მსხვერპლია, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. მან ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში " ღამის მთავარში" იაუბრა. 

ხელისუფლებას საერთოდ არ დაუწყია ომი კრიმინალთან და დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც კრიმინალსა და პოლიციას შორის არჩევანი კრიმინალზე გააკეთა, რისი ფაქტიც აგერ ვიმყოფები მე და ამას იმედია საკამათოდ ვერავინ ვერ გახდის რომ დღეს ვარ ზუტად იმ კრიმინალის მსხვერპლი და იმ პოლიტიკის მსხვერპლი, რომელსაც დღეს სახელმწიფო ახორციელებს. ვინაიდან მე დღეს თითქმის წელიწადი ხდება , ვერ მოვახერხე ჩემი ინტერესების გატარება და ჩემი უფლებების დაცვა ვერც სასამართლოში, ვერც პროკურატურაში, -  გიორგი დვალიშვილი 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 23 იანვარს "მთავარმა არხმა" გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანდა, როგორ დააკავა 2014 წელს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, გიორგი დვალიშვილამა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმა, კიტა იზორია და შემდეგ როგორ აიძულებენ მის გათავისუფლებას. ვიდოჩანაწერში ჩანს, ისიც, რომ პოლიციელი უხსნის კიტა იზორიას, რომ საჯარო სივრცეში არ უნდა იგინებოდეს და წვრილმანი ხულიგნობისთვის აკავებს, რამაც კიტა იზორიას გაღიზიანება გამოიწვია და ამბობდა, რომ ის ლევან იზორიას ძმაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი