გათვლა, შესაძლოა, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ იყო, რომ მას შსს-სთვის ინფორმაციის გადაცემა დაგვიანებოდა - გუბაზ სანიკიძე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გადაცემაში "ღამის მთავარი" გუბაზ სანიკიძე გუშინ ზუგდიდში მომხდარი თავდასხმისა და შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის საეჭვო დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს, შესაძლოა, ხელისუფლების დადგმული სპექტაკლი იყო, რომლის მიბმა ნაციონალურ მოძრაობასთან, მიხეილ სააკაშვილთან ან ნიკა გვარამიასთან სურდათ.

საეჭვო დეტალებზე საუბრისას სანიკიძე მისი სკოლის სამხედრო მასწავლებლის მონაყოლს იხსენებს და ამბობს, რომ გახსნილი ხელყუმბარის ერთ ხელში დაჭერის მაქსიმალური დრო სამი საათია, რის შემდეგაც ხელი იღლება და დგება ხელიდან ხელში გადატანის აუცილებლობა, რაც საშიშია სიცოცხლისთვის. 

რვა საათის განმავლობაში ერთ ხელში დაჭერილი გახსნილი ხელყუმბარით ყოფნა შენობაში არის წარმოუდგენელი ამბავი, შეგიძლიათ ჰკითხოთ სამხედრო სპეციალისტებს. ჩემი აზრით, შესაძლოა, ეს ყოფილიყო ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმართულიც, რომ ნიკას მასთან შესული ინფორმაციის შსს-სთვის მიწოდება დაეგვიანებინა და მერე ამაზე აეგოთ რაღაც... ამას გარდა, გუშინ ენმ-ს გრანდიოზული აქცია ჰქონდა დაგეგმილი ზუგდიდში და ამას რომ ხალხი ნახავდა, ოცნების ხელისუფლებას არ აწყობდა, - ამბობს გუბაზ სანიკიძე.

შეგახსენებთ, "მთავარი არხისა" და მისი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ, ზუგდიდში მიმდინარე მოვლენების დროს პრეტენზიები გააჟღერეს ხელისუფლების ვერტიკალის წარმომადგენლებმა. მოგვიანებით თავად ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა ჩანაწერები, რაც ადასტურებს, რომ მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებოდა შსს-სთან და ზუგდიდიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების შემდეგ112-საც დაუკავშირდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი