ილაშვილი საქართველოს წინააღმდეგ - ევროსასამართლომ სახელმწიფოს 10 000-ლარიანი კომპენსაცია დააკისრა

გამოქვეყნდა:

პირს, რომლის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, სახელმწიფო 10 ათას ევროს გადაუხდის. გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ მიიღო. საქმე "უჩა ილაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" -  2019 წლის 23 მარტს გურჯაანის პოლიციის განყოფილებაში დაკავებული პირის ცემის არაეფექტიან გამოძიებას და კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევას ეხებოდა.

ილაშვილის მიმართ ამ დრომდე მიმდინარეოდა სისხლის სამრთელბრივი დევნა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით კი საქმე მორიგებით დასრულდა, განმცხადებლის მიმართ გამოყენებული იქნება განრიდება და შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა, ასევე, ილაშვილი მატერიალური და მორალური ზიანის სანაცვლოდ 10 ათს ევროს მიიღებს.

პირს რომლის ინტერესებსაც ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" და პრიადად მე ვიცავდი, პოლიცია ედავებოდა დანაშაულის შეუტყობინებლობას. მას აიძულებდნენ თანმხლები პირის საწინააღმდეგო ჩვენება მიეცა, რაზეც მან უარი განაცხადა. ამის გამო ის ცემეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის შენობაში", - ამბობს იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი.

იურისტი ამბობს, რომ სჯერათ სახელმწიფო მორიგებიბის პირობებს და დაკისრებულ ვალდებულებებს შეასრულებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი