ცხელი ხაზების გადატვირთულობის პრობლემა მოხნილია - ნათია მეზვრიშვილი

გამოქვეყნდა:

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ცხელი ხაზების გადატვირთულობასთან დაკავშირებით არსებული პორბლემები, შეიძლება ითქვას, რომ მოხნსილია. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.

"ხარვეზები რა თქმა უნდა ბევრია, თუმცა ეს ხარვეზები რაც მართვის პროცესში არის ნაბიჯ-ნაბიჯ სწორდება. შტაბი, თითოეული სამინისტრო და შესაბამისი პირი ჩართულია ამ პროცესში. ის გარკვეული პრობლემები რაც იყო დაკავშირებული ცხელი ხაზების გადატვირთულობასთან,  ეს პრობლემები მოხსნილია, შეიძლება ითქვას და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება", - თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ არსებული რეკომენდაციები დაიცვას.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 350 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 24 562;
  • გამოჯანმრთელებულია - 9 751;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 183;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  4 408;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები -  1 848
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3 155 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 41 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 31 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი