მკაცრი რეკომენდაციაა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადე ატაროთ - მეზვრიშვილი

გამოქვეყნდა:

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, საბჭოს ახალი გადაწყვეტილებით, მკაცრი რეკომენდაციაა, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში მოქალაქეებმა პირბადე ატარონ. მეზვრიშვილის თქმით, ამას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.

"სამ ქალაქში სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამას მოითხოვს დღეის მდგომარეობით ეს გახლავთ თბილისი ქუთაისი და ბათუმი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მკაცრი რეკომენდაცია, გარე სივრცეებში პირბადის ტარების, განსაკუთრებით იმ ადგილებში გარეთ სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი, ეს შესაბამისი სამსახურების მხრიდან გაკონტროლდება", - თქვა ნათია მეზვრიშვილმა

 მეზვრიშვილის თქმით, ამ ხერხს ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიმართა ეპიდემიის მეორე ტალღასთან გასამკლავებლად. 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 350 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 24 562;
  • გამოჯანმრთელებულია - 9 751;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 183;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  4 408;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები -  1 848
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3 155 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 41 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 31 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი