
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თებერვლის თვიდან, ანუ პანდემიის დასაწყისიდან, მილიონ მოსახლეზე საერთო მაჩვენებელი ჯერჯერობით კარგი გვაქვს. მაგრამ მისივე თქმით, შიდა შუქნიშნით, წითელ ზონაში გადავედით.
"ბოლო 2 კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე გვაქვს უკვე 26. ანუ, ჩვენი შიდა შუქნიშნის მიხედვით, გადავედით ნარინჯისფრიდან წითელ ზონაში. მაგრამ მეორე მაჩვენებლით, რასაც ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ითვლის, იქაც ავცილდით 300-ს, მაგრამ გვაქვს კარგი მაჩვენებელი ტესტირებაში, რაც საერთო ტესტი მილიონ მოსახლეზე 313-314 000-ია, ხოლო ყოველდღიური 9-10 000-ის ფარგლებში", — თქვა გამყრელიძემ.
მისი თქმით, პიკს ნომებრის 2-3 კვირაში ელოდებიან. გამყრელიძემ მოსახელობას მოუწოდა, რომ პანიკას არ მიეცნენ, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ელოდებიან, თუმცა არც რეკომენდაციების დაცვა უნდა დაივიწყონ.