ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შესაძლოა ევროპულ სასამართლოში განიხილონ

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, წინააღმდეგ წამოწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის გამო ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი, შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოში დადგეს. სისხლის სამართლის საქმეები "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" შეისწავალა.

"თუკი შეიძლებოდა, რომ ეს საქმე ყოფილიყოს ზოგადად, წარმართულიყო ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გაჩენილიყო მის საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები, არ უნდა ყოფილიყო ეს საქმე სისხლის სამართლის საქმე და ამ მიმართულებით არის ვრცელი მსჯელობა დოკუმენტში. ამ პოზიციას ფაქტობირვად, ასევე, იზიარებს, სახალხო დამცველი, რომელმაც გამოაქვეყნა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება", - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სხხდომებზე პროკურატურის მიერ განხილული დოკუმენტები სტანდარტებს მიღმაა.

უნდა განხილულიყო სამეწარმეო საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობით. თუმცა ეს არ მოხდა, პირდაპირ დაიწყო სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობით და საპროცესო კოდექსით განხილვა. პროკურატურა არ უთითებს, თუ რის საფუძველზეა სისხლისამართლებრივი და არა საკორპორაციო სამართლებრივი, შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულება, ცხადი და გასაგები პასუხებით იყოს შექმნილი ბრალდების შესახებ დადგენილება - მსგავსი რაღაც არ გვაქვს ამ შემთვევაში", - ამბობს იურისტი.

"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს დამამძიმებელ გარემოებებში ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას. თუ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება ადამიანის უფლებათა ცენტრში ამბობენ, რომ ეს საქმე სტრასბურგში გასაჩივრდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი