ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს. მათი განცხადებით, ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალზე პასუხი პირველ რიგში გომელაურმა უნდა აგოს და თანამდებობაც დატოვოს.
"გომელაური ამ სისტემაში ისევე ერკვევა და ისეთივე დამოკიდებულება გააჩნია როგორც ვირს ხურმას მიმარტ. ის არის ჩვეულებრივად მცველი ივანიშვილის, დარჩა ამად და მის ერთადერთ საზრუნავს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი მისი ნაძარცვი ქონებით იყოს უსაფრთხოდ. თავისუფალ დროს ალბათ ძველი პროფესიით, ბატუტზე ხტომით ერთობა", - ამბობს "ლეიბორისტული პარტიის" წევრი, გიორგი გუგავა.
პარტია "ლელოში" ამბობენ, რომ კრიმინალი სულ იყო, მაგრამ ხელისუფლების დამოკიდებულება მის მიმართ ლოიალურია. პარტიაში ფიქრობენ, რომ შესაბამის პირებს ცოდნა და კეთილი ნება არ აქვტ, რომ კრიმინალური მდგომარეობა მართონ.
"გახარიას განცხადება არის ბიძინა ივანიშვილის ხაზის გაგრძელება, რომელიც გვეუბენბა, რომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ კრიმინალს", - ამბობს პარტიის წევრი, საბა ბუაძე.
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელიასაშვილი ამბობს, რომ გომელაურმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
"გომელაურს რომ ჰქონდეს სინდისი და ელემენტარული პასუხისმგებლობა, ის თანამდებობიდან გადადგებოდა. მას შემდეგ რაც 24 საათი გავიდა და დამნაშავე დაჭერილი არ არის. გომელაურის უბრალოდ ბოდისი უნდა მოეხადა დაეხურა ქუდი და წასულიყო", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, თუ მას პასუხისმგებლობა და სინდისი აქვს უნდა წავიდეს, რადგან მან თავი ვერ გაართვა კრიმინალის პრევენციას.
რაც შეეხება მმართველი გუნდის შეფასებას, ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის მთაავრი მიზანი ამ ყველაფრის მსხვერპლის გარეშე დასრულება იყო და ამას სამართალდამცავებმა თავი კარგად გაართვეს.