ჩემზე გავრცელებული ინფორმაცია სრული ცილისწამებაა, ღირსება შემილახეს - დავით ხვიბლიანი

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში "საქართველოს ბანკში" ძარცვისას სავარაუდო მძველი, დავით ხვიბლიანი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. ხვიბლიანი ამბობს, რომ მასთან დაკავშირებით მედია ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებს. ხვიბლიანი ამბობს, რომ გუშინაც და დღესაც სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა და საკუთარ მოავალეობას ასრულებდა. 

"ეს იყო სრული ცილისწამება, რაც ჩემზე დაიდო, რასაც ავრცელებენ. ამით ჩემი ღირსებაც შელახეს, ჩემი სამსახურიც შელახეს. არცერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს, რაც მემგონი ქართველისთვის და ქართული სულის ადამიანისთვის არ არის ლამაზი საქციელი. დანარჩენი რაც არ უნდა კითხვები დამისვათ არ ავპირებ პასუხი გაგცეთ, გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიება დაადგენს", - თქვა დავით ვხიბლიანმა.

ხვიბლიანის თქმით, მისხელთ არსებული ინფორმაიცა გამოძიებას სრულად მიაწოდა. ხვიბლიანმა გამოკითხვაც ისე დატოვა, რომ მედიასთან ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ის სენაკში სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

"მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, ზუგდიდის ბანკზე თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა და მისი ერთ ერთი თანამზრახველი დავით ხვიბლიანია, რომელიც მოქმედი სამხედრო პირია. გასაჯაროვდა სატელეფონო ჩანაწერიც.

ამავე თემაზე გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბა "ქრონიკა +"-ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ. მისთვის გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა ზუგდიდში ჯარისკაცი სენაკის სამხედრო ბაზიდან. კილაძე ამბობს, რომ "საქართველოს ბანკის" ფილიალი სენაკშიცაა, შესაბამისად, ამ მიზნით ვერ მოხვდებოდა. მისი თქმით, სამხედრო პოლიცია ამ ფაქტითაც უნდა დაინტერესდეს.

შეგახსენებთ, რომ  21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, და მიიღო კიდეც. აქვე,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო და ქვეყანა დატოვა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი