ავჭალაში მანქანაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძე წყალტუბოს მკვიდრია 

გამოქვეყნდა:

ავჭალაში მანქანაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძე წყალტუბოს მკვიდრია. წყალტუბოში მის სახლთან მეზობლები შეიკრიბნენ, რომლებიც ამბობენ, რომ ის თბილისშიც ცხოვრობდა და ბოლოს წყალტუბოში მკვლელობამდე ორი დღით ადრე ნახეს.

ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის წევრებს მომხდარზე საუბარი არ სურთ და არც ვერსიები აქვთ თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო 41 წლის კაცის მკვლელობის მიზეზი.

ოჯახის ადვოკატი ნიკა წულეისკრი ამბობს, რომ ვალერიან ნემსიწვერიძე წარსულში ერთხელ იყო ნასამართლევი, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ მის წინააღმდეგ ბრალი უკანონოდ სცნო. უფლებადამცველის თქმითვე, ნემსიწვერიძე არ იღებდა მონაწილეობას ციხის ბუნტში. 

მთავარი არხის ინფორმაციით, ნემსიწვერიძე 2004 წლის 13 მაისს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, კახა გიუშვილს დაესხა თავს. მას დანაშაულის გამო 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2013 წელს ამნისტიით გათავისუფლდა.

სამართალდამცავებმა ოჯახის წევრები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიცია თვითმხილველებსაც კითხავს. გარდაცვლილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. 

შეგახსენებთ, რომ დანაშაული დღეს, 23 ოქტომბერს მოხდა. ახალგაზრდა კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს, მას ხელში თავადაც იარაღი ეჭია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი