სახელმწიფომ პირობა უკან წაიღო და მამალაძე ციხის საავადმყოფოდან არ გადაიყვანა - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მსჯავრდებული სასულიერო პირის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ დეკანოზს ეტლით გადაადგილებაც უჭირს. უფლება დამცველის თქმით, სასულიერო პირი კიდევ ერთხელ მიმართავს იუსტიციის სამინიტროს და ციხის ადმინისტრაციას, რომ ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანონ ჰოსპიტალში. წინააღმდეგ შემთხვევაში ადვოკატი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

"ეტლითაც ვერ გადაადგილდება, ჩამოიყვანეს ე.წ საკაცის საშუალებით დამხმარე პერსონალმა და ამ ხნის განმავლობაში ის მესაუბრებოდა საკაცედან და ელემენტარულად გადაჯდომის უნარიც არ აქვს ამ ადამიანს. როდესაც დამთავრდა შეხვედრა ისევ საკაცით აიყვანეს საკუთარ კამერაში. სახელმწიფო ამბობდა იმას, რომ კი გადავიყვანთ ჩვენ კლინიკაში, როცა უკვე მოვიდა ის დღე, როცა გადაყვანილი უნდა ყოფილიყო, სახელწიფომ საკუთარი პირობა უკან წაიღო - დეკანოზთან ვიყავი შესული, მან განმიცხადა, რომ კიდევ ერთხელ მიმართა რათა გადაყვანილი იქნას ჩვეულებრივ კლინიკაში თუ დეკანოზის ეს მოთხოვნა ახლა მაინც არ დაკმაყოფილდება, ამის შემდეგ სახელმწიფოს მოუწევს ყველაფერ იმაზე პასუხისმგებლობის აღება, რაც შესაძლოა მოხდეს", - ამბობს დეკანოზის ადვოკატი. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძის ოჯახი და მისი ადვოკატი, დეკანოზის კლინიკაში გადაყვანას 15 ოქტომბერს ელოდებოდნენ, თუმცა უარი მიიღეს. მამა გიორგი მამალაძე უკვე 3 წელი და 8 თვეა სასჯელს იხდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი