გაერთიანებული ოპოზიცია - "ძალა ერთობაშია" ქუთაისში, მაჟრიტარობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წარადგენაზე, მოსახლეობას სიტყვით მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და თქვა, რომ დაკარგული 8 წელი ძალიან მალე უნდა ანაზღაურდეს.
„ქუთაისთან ჩემს ოჯახს ბევრი რამ აკავშირებს, როგორც გრიგოლ ვაშაძეს, თავის ოჯხთან ერთად. იქნება ქუთაისი, იქნება საქართველო. ივანიშვილი ანადგურებს საქართველოს, ანადგურებს ქუთაისსაც, მაგრამ ამ ყველაფერს დაესმება ერთი დიდი წერტილი 31 ოქტომბერს. რვა წელი იყო გათიშულობის, რვა წელი ბოღმის, დაპირისპირების.
უნდა შეცვალოს საქართველოს ერთიანობამ, უნდა შეცვალოს ჭრილობების მოშუშებამ, უნდა შეცვალოს ჩვენმა გვერდიგვერდ დგომამ. ქუთაისში ჩემი ინიციატივით, გადმოვიტანე პარლამენტი, იმიტომ რომ, როდესაც ქუთაისი დგას მაგრად, საქართველო იდეგებოდა მაგრად" - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ამომრჩეველს სამომავლო გეგმებიც გააცნო და დაპირდა, რომ დღევანდელი ხელისუფლების გაფუჭებულს - გამოასწორებს.
„ახლოვდება, იწყება დიდი ნაციონალური ტალღა. ეს არის აღმშენებლობის ტალღა, ჩემთვის მათი ეპოქა სამარცხვინო ნიმუშად რჩება... არაფერი ახლის გაკეთება მათ არ შეუძლიათ, სამაგიეროდ, გაფუჭებაში ბადალი მათ არ ჰყათ; გელათის სახურავი ცინკით, ძროხებით შემორტყმული ქუთაუისის პარლამენტი და უამრავი სხვა მიშვებული, ჩამოძენძილი პროექტები, მათ შორის წყალტუბოში რამდენიმე მსოფლიო კლასის სასტუმრო, რომლებიც ახლა დანგრეულია. ყველაფერი ეს არის სიმბოლო, ამ რვა წლის უძრაობისა. ჩემთვის ამბიცია არის ერთი, აღმშენებლობა და სწრაფი წინსვლა. მე მინდა ჩემი ბოდიში დაგიდასტუროთ და ხელახლა მოგიხადოთ იმისთის, რომ ამ დღეში აღმოვჩნდით, იმიტომ რომ მეც ვხედავ ამაში ჩემს პასუხისმგებლობას. მე ვიცი, რომ რვა წელი, რომელიც ჩვენ დავკარგეთ, უნდა ავინაზღაუროთ მაქსიმუმ ორ წელიწადში... ივანიშვილი ემზადება დიდი გაყალბებისთვის და ქართველი ხალხი ემზადება დიდი გამარჯვებისთვის,"- ამბობს, მიხეილ სააკაშვილი.
შგახსენებთ, რომ დღეს, 23 ოქტომბერს, გაერთიანებულმა ოპოზიციამ - "ძალა ერთობაშია" ქუთაისში, მაჟრიტარობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძეს წარადგინეს.