1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრამდე "ოცნებამ" მიიღო 10,3 მილიონი ლარის შემოწირულობა, "ლელომ" - 2,5 მილიონის

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი 31 ოქტომბრის არჩევნების შუალედურ ანგარიშის აქვეყნებს 

ანგარიშში წერია, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტმა 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით შემოსავლის სახით მიიღო 23,846,652 ლარი. თანხის ამ რაოდენობაში გათვალისწინებულია, როგორც საბიუჯეტო შემოსავალი, ასევე შემოწირულობები. 

დროის მოცემულ პერიოდში ყველაზე მეტი შემოსავალი - 10,355,212 ლარი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" (215,505 ლარი - საბიუჯეტო შემოსავალი და 10,139,707 ლარი - შემოწირულობა). 

ოპოზიციური პარტიებიის პირველი ხუთეული შემოსავალების მიხედვით ასე გამოიყურება:  

  1. "ლელო საქართველოსთვის" - მიიღო 2,599,290 ლარის შემოწირულობა (საბიუჯეტო შემოსავალი არ მიუღია). 
  2. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - მიიღო 2,295,309 ლარის შემოწირულობა და 103,687 ლარის საბიუჯეტო შემოსავალი, საერთო რაოდენობით - 2,432,831 ლარი. 
  3. "გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი" - მიიღო 2,015,505 ლარის შემოწირულობა და 26,813 ლარის საბიუჯეტო შემოსავალი, საერთო რაოდენობით - 2,042,318 ლარი
  4. "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - მიიღო 1,886,805 ლარის შემოწირულობა და 148,001 ლარის საბიუჯეტო შემოსავალი, საერთო რაოდენობით - 2,034,847 ლარი. 
  5. "ევროპული საქართველო" - მიიღო 1,646,295 ლარის შემოწირულობა და 107,387 ლარის საბიუჯეტო შემოსავალი, საერთო რაოდენობით - 1,773,699 ლარი. 

ანგარიშის მიხედვით, პარტიების შემოსავლების მთლიანი თანხიდან, ანუ 23,846,652 ლარიდან, საბიუჯეტო შემოსავლებზე მოდის 1,175,055 ლარი, შემოწირულობებზე კი 22,602,245 ლარი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი