პენიტენციური სისტემის თანამშრომლები დღეიდან PCR ტესტირებას კვირაში ერთხელ გაივლიან

გამოქვეყნდა:

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სისტემის ყველა თანამშრომელი 23 ოქტომბრიდან ორკვირიანი შუალედების ნაცვლად, PCR ტესტირებას კვირაში ერთხელ გაივლის. გარდა ამისა, შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ აღნიშნული პირები ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტით შემოწმდებიან.

"ახალი სამედიცინო პროტოკოლი კიდევ ერთი პრევენციული ზომაა იმისთვის, რომ პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულები გარედან ვირუსის იმპორტისგან იყვნენ დაცულები", - წერია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან პენიტენციური სისტემის თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას. ხოლო პენიტენციური დაწესებულებების ის თანამშრომლები, რომლებიც მიმდინარე წლის 29 მარტიდან ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ, ყაზარმული რეჟიმით დაწესებულებებში შესვლამდე მოწმდებიან PCR ტესტით.

უწყების ინფორმაციით, ჯამში მაისის ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით პენიტენციურ სისტემაში 13 253 PCR ტესტი გაკეთდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი