ერთად დავამარცხოთ ივანიშვილის რუსული "ოცნება" - "ენმ" გორში მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიცია - "ძალა ერთობაშია" გორში, მაჟრიტარობის კანდიდატ, ბადრი ბასიშვილს წარადგენს.

ბადრი ბასიშვილმა გორის ციხესთან შეკრებილ ამომრჩეველს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ ერთად დაამარცვებენ ივანიშვილის რუსულ "ოცნებას". 

"ამ ადგილას გორის ციხესთან ბევრჯერ დაწერილა ჩვენი ქვეყნის ისტორია და დღესაც აქედან, შიდა ქართლის გულიდან თქვენთან ერთად დავიწყებთ ივანიშვილის რუსული ოცნების დამარცხებას. არანაირი უკან დახევა, ჩვენს უკან არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი შვილები, მხოლოდ გამარჯვება" - თქვა ბადრი ბასიშვილმა 

ამომრჩეველს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამაც მიმართა. 

"როგორც მტერი ვერ იღებდა გორის ციხეს ისე ვერ აიღებს ოლიგარქია ქართველ ხალხს. არა იმიტომ რომ ბევრი ვართ, არამედ იმიტომ რომ მართლები ვართ და ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს. იქით მხარეს შრიალებს მხოლოდ ფული" - თქვა მელიამ. 

შგახსენებთ, რომ გუშინ, 23 ოქტომბერს, ქუთაისში წარდგენა ჰქონდა გრიგოლ ვაშაძესაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი