"საქართველო ყოფნა არ ყოფნის ზღვარზეა" - მიხეილ სააკაშვილმა გორელ ამომრჩეველს მიმართა

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიცია - "ძალა ერთობაშია" გორში მაჟრიტარობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის წარადგენაზე, მოსახლეობას სიტყვით მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტია. 

"ახლა ჩვენ გვაქვს გადამწყვეტი ბრძოლა, საქართველო ყოფნა არ ყოფნის ზღვარზეა. ეს არის ან ქართული სახელმწიფოს სიკვდილი ან გამარჯვება, ან ჩვენი შვილების მომავლის სიკვდილი ან გამარჯვება, ან უფროსი თაობების სიკვდილი კორონავირუსისგან, ან შიმშილისგან და სიღარიბისგან, ან გამარჯვება და ვინაიდან სიკვდილი ჩვენ არ გვიზიდავს ვინაიდან ვერც ერთი დაავადება ჩვენ ვერ უნდა გვამარცხებდეს, ვინაიდან შიმშილობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, ამიტომ არანაირი სიკვდილი მხოლოდ გამარჯვება და ჩვენ ამისთვის ვემზადებით." - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქვეყანაში ბოლო დღეებში გაზრდილ კრიმინალზეც ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, კრიმინალებმაც კარგად იციან, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას დღეებიღა დარჩა. 

"ხედავთ, როგორ გააქტიურდნენ კრიმინალები. ჩემთვის ყველაზე დიდიინდიკატორი, თუ რა ხდება საქართველოში არის კრიმინალები. კრიმინალებმა მოიყვანეს ესენი და კრიმინალებს მიყავთ ესენი. კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს რჩება რამდენიმე დღე და ამიტომ დაეცენ ბანკებს, მაღაზიებს... ესენი ცდილობენ რომ მოიპარონ მაღაზიებიდან და ბინებიდან, ბიუჯეტის ქურდები კი ცდილობენ მოიპარონ ტენდერებიდან და სხვადასხვა ბიუჯეტში დარჩენილი ნამცეცებიდან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ იციან მათი სალაფავის დრო დასრულდა. საქართველოში იწყება წესიერების, პატიოსნების, აღმშენებლობის, მომავლს ეპოქა, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული" - ამბობს, მიხეილ სააკაშვილი.

შგახსენებთ, რომ დღეს, 24 ოქტომბერს, გაერთიანებულმა ოპოზიციამ - "ძალა ერთობაშია" გორში, მაჟორიტარობის კანდიდატი, ბადრი ბასიშვილი წარადგინა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი