ვინ და რა მიზნით ახდენდა ბანკში მძევლად აყვანილი კვარაცხელიას დისკრედიტაციას - "მითების დეტექტორის" ანგარიში

გამოქვეყნდა:

ვინ და რა მიზნით ახდენდა ზუგდიდის ბანკში მძევლად აყვანილი ირაკლი კვარაცხელიას დისკრედიტაციას - ეს საკითხი "მითების დეტექტორმა" შეისწავლა და გამოავლინა ის ანგარიშები, საიდანაც კვარაცხელიას წინააღმდეგ კამპანია მიმდინარეობდა.

ზუგდიდში თავდასხმის დროს 13 დაფინანსებული პოსტი გამოქვეყნდა, სადაც სახელისუფლებო მედია ცდილობდა მომხდარი "ნაციონალური მოძრაობისთვის" დაეკავშირებინა.

"ჩვენ გამოვავლინეთ Facebook ანგარიშები, რომლებიც ორგანიზებულად ახდენდნენ დისკრედიტაციულ კამპანიას და ძირითადად მიმართული იყო ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ იმ მომენტიდანვე, როგორც კი გაირკვა, რომ ერთ-ერთი მოწმე იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი. ორი გვერდი იყო ოპოზიციასთან დაკავშირებული, რომელიც სურდა "ქართულ ოცნებასთან" დაეკავშირებინა ეს პროცესები მაგრამ მეტწილად იყო სახელისუფლებო გვერდები ასევე ანტილიბერალური და პრორუსული პლატფორმები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის კვალს ხედავდნენ", - ამბობს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი 

"მითების დეტექტორის" კვლევას გამოეხმაურა ირაკლი კვარაცხელიაც. ყოფილი მძევალი "შავ კამპანიაში" სახელისუფლებლო მედია საშუალებებს ადანაშაულებს.  

"საჯაროობამ და Facebook-ზე ჩემი ნაცნობების და მეგობრების აქტიურობამ, ჩემის აზრით ითამაშა გადამწყვეტი როლი, მათ ამითი ხელი შეეშალათ იმ განზრახვის შესრულებაში, რომ ეს ყველაფერი შეეფუთათ პოლიტიკურად ისე, რომ აი "ნაციონალური მოძრაობა" მიდის აბსოლუტურად ყველაფერზე, იმისთვის, რომ არჩევნები მოიგოს", - თქვა ირაკლი კვარაცხელიამ 

შეგახსენებთ, რომ  21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, და მიიღო კიდეც. აქვე,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო და ქვეყანა დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი