დღეს საქართველოს, ცვლილებები სჭირდება - "ევროპული საქართველოს" შემაჯამებელი შეხვედრა იმერეთის ამომრჩეველთან 

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატები ამომრჩეველთან შემაჯამებელ შეხვედრას ქუთაისში მართავენ. ქუთაისელ ამომრჩეველს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემამ მიმართა, დავით ბაქარაძის თქმით, საქართველოს სჭრდება ცვლილებები. 

"ევროპული საქართველო გახლავთ ის გუნდი, რომელსაც შეუძლია ცვლილებების მოტანა, საქმის გაკეთება, რომელსაც შეუძლია ჯანსაღი თვითკიტიკულობა, რომელსაც აქვს მომავლის ხედვა და შეუძლია ქვეყნის წინ წაყვანა. სწორედ ეს სჭირდება დღეს საქართველოს, ცვლილებები, განვითარება და წინსვლა" - თქვა დავით ბაქრაძემ. 

შეხვედრას ვერ დაესწრო პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში ოთო კახიშვილი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.  

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი