"ევროპული საქართველოს" დეპუტატს, ოთო კახიძეს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსმა საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა.

"მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით. თავს ვირუსის კვალობაზე ნორმალურად ვგრძნობთ. სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია ჩვენი სიმპტომები. ვმკურნალობთ ქუთაისში, თვითიზოლაციის პირობებში", - წერს ოთო კახიძე.

კახიძე წერს, რომ ქუთაისში საარჩევნო კამპანიას პარტია ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით აგრძელებს.

"ამ ვირუსს მალე მოვერევით და მასთან ერთად ქოცური ვირუსიც დაგვემარცხებინოს" - წერს ოთო კახიძე.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 412  ადამიანი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ის 193 გახდა - მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა. 

შემთხვევების რეგინალური განაწილება შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 6503
  • გამოჯანმრთელებულია - 10 163
  • მათ შორის გარდაცვლილია - 193;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  4 180
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 848
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3 155 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 32 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი