გაძარცვული ბანკები, სავაჭრო ობიექტები, შეშინებული ადამიანები - მძიმე კრიმინალური ვითარება ქვეყანაში 

გამოქვეყნდა:

ქართული ძარცვის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა, 1 მილიონი ლარი ჯერ ისევ გამქრალია. პოლიციას არც მძარცველები უპოვია, რომლებმაც მანამდე უჩვეულო მეთოდით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თითქმის მთელი ბიუჯეტი წაიღეს. 

ბოლო წლების კიდევ ერთი მასშტაბური ძარცვა 2020 წლის 22 სექტემბერს, ქუთაისში მოხდა. პოლიციამ ზუსტად ისიც არ იცის, რამდენი ადამიანი მოქმდებდა. მინიმუმ ორი მძარცველი ბანკში გვიან ღამით, მრავალსართულიანი კორპუსის სარდაფიდან შევიდა. ორგანიზებულმა  ჯგუფმა ბეტონის ჭერი ამოჭრა, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის იატაკი იყო.

ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბანკიდან ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ნახევარი მილიონი ლარი და რამდენიმე ქისა ოქრო ისე წაიღეს, რომ განგაშის სიგნალის ხმა არც არავის გაუგია. ძარცვის დროს ადგილზე სიგნალიზაცია ჩაირთო. ძალოვანები ადგილზე მალევე მივიდნენ, თუმცა რადგან საფინანსო ორგანიზაციის კარი დაზიანებული არ იყო, ჩათვალეს, რომ ცრუ განგაში იყო, სიგნალიზაცია გამორთეს და ტერიტორია დატოვეს. გახმაურებული ძარცვიდან უკვე ერთ თვეზე მეტი გავიდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო არც მძარცველების კვალზე გასულა და არც არავინ დაუკავებია. დღეს, ბანკის თანამშრომლებისთის ახალი არაფერი არ არის, იციან მხოლოდ ის რომ გამოძიება გრძელდება.

რატომ ვერ დააკავეს მძარცველები და რატომ გაჭინაურდა გამოძიება, ან საერთოდ, იციან თუ არა, ვინ გაქურდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ამ კითხვაზე პასუხი იმერეთის სამხარეო პოლიციაში არ აქვთ. არ ყვებიან დეტალებსაც, როგორ მოახერხა თუნდაც ერთმა ადამიანმა ბეტონის სარდაფის ჭერის ისე გამოთხრა, რომ ამის შესახებ ვერც კორსპუსის მეზობლებმა და ვერც საფინანსო ორგანიზაციის თანამშრომლბემა გაიგეს. ან საერთოდ, რამდენი დღის განმავლობაში მუშაობდა მძარცველი ან მძარცველები. არის თუ არა კამერების ჩანაწერები ამოღებული ან დადგენილია თუ არა დამნაშვის დნმ. 

კითხვებზე პასუხი არც დაცვის პოლიციის უფროსმა, გიორგი ბაგრატიონმა გაგვცა და ტრადიციულად პრეს სამსახურთან დაკავშირება გვირჩია.  

ქუთაისის მცხოვრებლები იხსენებენ, რომ მსგავსი ძარცვის შემთხვევა არასდროს არ ახსოვთ. მთავარ მიზეზად, რის გამოც ყოველდღე იზრდება დაყაჩაღების შემთვევები, ისინი მძიმე ეკონომიკურ ვითარებას ასახელებენ. ადგილობრივები კრიმინალის რეკორდულად გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პროცესი ყოველდღიურად უმართავი ხდება. 

გაძარცვული ბანკები, სავაჭრო ობიექტები, შეშინებული ადამიანები და დაუსჯელი თავდამსხმელები - ეს საქართველოს ყოველდღიურობაა. მოქალაქეები ღიად საუბრობენ მძიმე კრიმინალურ მდგომარეობაზე. 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი