ოქროს მომპოვებელი კომპანია "არემჯი" პუტინთან დაკავშირებულმა რუსულმა "კაპიტალ გრუპმა" იყიდა

გამოქვეყნდა:

ოქროს მომპოვებელი კომპანია "არემჯი", რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დაინტერესებით საყდრისი ააფეთქა, რუსულმა "კაპიტალ გრუპმა" იყიდა. "მთავარი არხისთვის" კი, ცნობილი ხდება, რომ ქართული ოქროს განმკარგველი "კაპიტალ გრუპი" პირდაპირ კავშირშია რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან.

"კაპიტალ გრუპის" აქციონერები, დიმიტრი კორჟევი და დიმიტრი ტროეცკი, იმ ბანკის დამფუძნებლები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან, რომლის ერთ-ერთი აქციონერიც ვლადიმერ პუტინია.

"არემჯის" მფლობელები პარალელურად ფიგურირებენ ასევე საქართველოში რეგისტრირებული "შპს სამთო" გეოლოგიური პროექტის მენეჯმენტშიც. კომპანია MGP - ის აქციების 100%-ს კვიპროსული კომპანია "Lasora" ფლობს. Lasora-ს აქციონერები კი კომპანია "კაპიტალ გრუპის" ხელმძღვანელები არიან. 

კომპანია "არემჯის" სახელმწიფოსთვის 120 მილიონი ლარი აქვს გადასახდელი, რომელსაც ივანიშვილის მთავრობა რუსულ კომპანიას პატიობს. 

ევგენი ლებედევი კომპანია "არემჯიში" სპეციალური პროექტების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ ლებედევს "არემჯიში" დანიშვნამდე არანაირი შეხება ოქროს მოპოვებასთან არ ჰქონია. მისი ძირითადი საქმინობა რუსეთში სამშენებლო მასალათა ქსელი იყო, რომელიც მისი მფლობელობის დროს გაკოტრდა. 

პარალელურად ლებედევი 2013 - 15 წლებში რუსეთის ჩრდილო დასავლეთ ფედერალურ ოლქში სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

"არემჯის" ყოფილი მფლობელი კობა ნაყოფია იხსენებს, რომ უცხოელ სპეციალისტებს კომპანიაში მისი მმართველობის დროსაც იწვევდნენ, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან იყვნენ და რაც მთავარია, ისინი დარგის სპეციალისტებს არჩევდნენ. დღეს კი, მათი ადგილი რუსეთიდან ჩამოყვანილმა ადამიანებმა დაიკავეს,რომლებიც უცნობია, რა მიზეზით არიან ჩამოსული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი