კახეთში პოლიტიკური მიზნებისთვის მივლენილი ძალოვანების ნაწილს "ოცნება" უკან იხმობს

გამოქვეყნდა:

"ოცნებამ" უკან გამოითხოვა ძალოვანების ნაწილი კახეთიდან, რომელზეც "მთავარი არხი" ორი დღეა იუწყება. ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენთვის ცნობილი სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა. 

შეგახსენებთ, რომ "მთავარმა არხმა" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ძალოვანი უწყების თანამშრომლებით დაკომპლექტებული ის სია, ვინც გადამწყვეტ პოლიტიკურ არჩევნებამდე, სუს-მა საველე დავალებებზე სპეციალური მისიით მიავლინა - ნებისმიერ ფასად, ოლიგარქის პარტიისთვის, რაც შეიძლება მეტი საარჩევნო ხმა უნდა მოაბილიზონ.

აქვე, "მთავარის" ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში წინასაარჩევნოდ ძალოვანების უპრეცედენტო მობილიზებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი