"მთავარმა არხმა" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ძალოვანი უწყების თანამშრომლებით დაკომპლექტებული ის სია, ვინც გადამწყვეტ პოლიტიკურ არჩევნებამდე, სუს-მა საველე დავალებებზე სპეციალური მისიით მიავლინა - ნებისმიერ ფასად, ოლიგარქის პარტიისთვის, რაც შეიძლება მეტი საარჩევნო ხმა უნდა მოაბილიზონ.

ხაშურის რაიონული სამმართველოს დეპარტამენტის უფროსი, ლევან ბიწკინაშვილი, ერთ-ერთია ძალოვანი უწყების იმ ათობით თანამშრომლიდან, ვინც წინასაარჩევნოდ "ოცნების" პოლიტიკურ სპეცოპერაციაში აქტიურ მონაწილეობას იღებს. ბიწკინაშვილი "მთავარი არხის" კამერას დაემალა და ოჯახიც გააფრთხილა,რომ მის შესახებ ინფორმაცია არ გაესაჯაროვებინათ, თუმცა, მეზობლების გაფრთხილება გადაავიწყდა.

გიორგი ლილუაშილი, კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომელი და პოლიტიკური პოლიციის ასეულის ერთ-ერთი წევრია. ჩვენთან საუბრისას ეგონა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ურეკავდნენ და თელავის სოფელ ბუშეტში მივლენილმა ლილუაშილმა ადგილზე ამომრჩევლის განწყობა გაგვაცნო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სუს-მა "მთავარი არხის" ჟურნალისტური გამოძიების შესახებ გაიგო, დახურულ ჯგუფში ძალოვანი უწყების ყველა თანამშრომელს დაეგზავნა გაფრთხილება, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია მკაცრად დაემალათ. თუმცა "მთავარმა" ეს გასაიდუმლოებული შეტყობინებაც მოიპოვა

"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფს ძალოვანი უწყების თანამშრომლები ყველგან ემალებიან. ჩავაკითხეთ იმ სოფლებში სადაც სუს-მა ისინი წინასაარჩევნოდ გააგზავნა.

  • კამერის წინ გამოჩენა არ ისურვეს. თუმცა ოჯახის წევრებმა დაგვიდასტურეს, რომ ძალოვანები მშობლიურ სოფლებში იმყოფებიან. მაგალითად გენერალური ინსპექციის თანამშრომელი ზურაბ ელაშვილი - რომელიც ამჟამად საკუთარ სოფელში ჯუგაანში იმყოფება.
     
  • ოჯახის წევრებმა დაგვიმალეს  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის ზურაბ ებელაშვილის მშობლიურ სოფელში ჩასვლის მიზეზი, რომელიც ამ დროისთვის ახმეტის სოფელ ზემო ხოდაშენშია, იქ სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააგზავნა.
     
  • "მთავარი არხის" კამერას დაემალა მინდია არაბულიც. ის მშობლიურ სოფელ ქისტაურში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა და იქ ოჯახთან ერთად იმყოფება.
     
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შედგენილ სპეციალურ სიაშია ნუკრი ლოლაძეც, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მუშაობს. ლოლაძეს სოფელ ჩაილურში მივაკითხეთ, თავდაპირველად გვითხრეს, რომ ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა საბოლოოდ გამოჩენა გადაწყვიტა და პოლიტიკური მივლინების შესახებ ინფორმაცია უარყო.
     

"მთავარი არხის" მიერ მოპოვებული პოლიტიკური დავალების შემსრულებელი ძალოვანების სია საკმაოდ ვრცელია.ასევე "მთავარის" ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში წინასაარჩევნოდ ძალოვანების უპრეცედენტო მობილიზებაა.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი