დღეს დადასტურებული 1 928 კოვიდშემთხვევიდან 788 თბილისიდანაა

გამოქვეყნდა:

დღეს, 25 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1 928 შემთხვევიდან 788 თბილისიდანაა, 551 - აჭარიდან. ამის შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

რეგიონული განაწილება შემდეგნაირია:

"დღეს გამოვლენილი 1 928 შემთხვევიდან, თბილისში არის - 788, აჭარაში - 551, იმერეთში - 245, ქვემო ქართლში - 87, შიდა ქართლში - 33, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 93, კახეთში - 42, მცხეთა-მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7", - ამბობს ბერდია სიჭინავა. 

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 437. 3 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 893, აჭარაში - 714.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში დამატებით 1 928 ადამიანი ინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 604 პაციენტი, 8 კი გამოჯანმრთელდა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 28431
  • გამოჯანმრთელებულია - 10767
  • მათ შორის გარდაცვლილია - 201
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  4112
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2268
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3766 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 32 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი