რეგიონებში, თბილისიდან მივლენილ პოლიციელებს, რომლებსაც "ქართული ოცნებისთვის" ხმების მოპოვება ევალებოდათ, უკან, დედაქალაქში აბრუნებენ
ეს გადაწყვეტილება "ქართულმა ოცნებამ" მას შემდეგ მიიღო, რაც "მთავარმა არხმა" პოლიტიკური სპეცოპერაციის დეტალები გაასაჯაროვა.
ხელისუფლებამ პოლიციასა, სუს-ის მაღალჩინოსნებსა და რიგით თანამშრომლებს სხვადასხვა რეგიონებსა და სოფლებში ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება დაავალა და ამ მისიით ისინი ადგილებზე გაგზავნა.
"მთავარმა" სამართალდამცველების პოლიტიკური ნიშნით გამოყენების მცდელობაზე კითხვა კახა კალაძეს დაუსვა, თუ,ცა დედაქალაქის მერს ამ თემაზე საუბარი არ სურს.
შეგახსენებთ, "მთავარმა არხმა" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ძალოვანი უწყების თანამშრომლები ის სია, ვინც გადამწყვეტ პოლიტიკურ არჩევნებამდე, სუს-მა საველე დავალებებზე სპეციალური მისიით მიავლინა - ნებისმიერ ფასად, ოლიგარქის პარტიისთვის, რაც შეიძლება მეტი საარჩევნო ხმა უნდა მოაბილიზონ.
"ოცნების" პოლიტიკური სპეცოპერაცია - "მთავარმა" ახალი დეტალები მოიპოვა