"ენმ - ძალა ერთობაშიას" წყალტუბოსა და სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი მის ოლქში ამომრჩევლის დაშინებაზე საუბრობს, ჟორჟოლიანმა ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.
ლილუაშვილი სუს-ის უფროსი ვანის რაიონიდან არის და იქ არის მეტი ხელის გადაგრეხვა, დაშინება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედიიდანაც ძაან ცუდი სიგნალები მოგვდის, რომ უკვე დაიწყეს ბოლო კვირაში" ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი ზუგდიდის ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმასაც ეხმაურება და სახელმწიფოს მხრიდან კრიმინალთან არაეფექტურ ბრძოლაზე საუბრობს.
ჟორჟოლიანი ამბობს, რომ წარმოუდგენელია დღის საათებში, იმ პირობებში, როდესაც ყველა დაწესებულებაში შესვლის წინ მოქალაქეებს სიცხეს უზომავენ, შეიარაღებული პირი ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შესულიყო ბანკში.
პირველ რიგში, როცა თავიდან შევხედე ცოტა არარეალური მომეჩვენა იმიტომ, რომ მაგალითად, ვერც ერთ პატარა დახურულ სივრცეშიც კი ვერ შეხვალ დღეს თუ სიცხეს არ გაგიზომავენ და რაღაც ვერ წარმოვიდგინე, რომ ასეთი შეფუთულ ადამიანმა ისე გაიარა ეს ტერიტორია და ისე შევიდა, რაღაც სპექტაკლი მეგონა თავიდან, ბოლოს მივხდვი, რომ არანაირი სპექტაკლი ეს არ არის. სამარცხვინოა მართლა, მე მსგავსი პრეცედენტიც კი არ მახსენდება, რომ ტერორისტი ისეთ მოლაპარაკებაში შეხვიდე, რომ საბოლოო ჯამში მან ისე გაიმარჯვოს, რომ ნახევარი მილიონი წაიღოს და წავიდეს თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემა დღის სტუმარში.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი, დაახლოებით, 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.
ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირის ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და მიიღო კიდეც. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო.