ჩემ სეიფში 3 რუსული პასპორტი ინახებოდა, არ მჯერა, რომ მოქალაქეობა დათმო - გოგოლაძე ივანიშვილზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე 6 დღით ადრე, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა. 

ეს ელდარ გოგოლაძის პირველი ინტერვიუა, რომელშიც ის ივანიშვილის წარსულზე, პოლიტიკაში მოსვლაზე, გამდიდრებასა და უკანონო საქმეებზე ყვება. ელდარ გოგოლაძემ "ქართუში" 8 წელი იმუშავა, აქედან 5 წელი მან პირადად ივანიშვილთა იმუშავა და მასთან საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდა. 

ელდარ გოგოლაძე იხსენებს, რომ ივანიშვილმა რუსეთში ქონების მხოლოდ ნაწილი გაყიდა, მათ შორის იყო "როსმეტალინვესტის" ძირითადი აქტივი, რომელიც  ალიშერ უსმანოვმა იყიდა. მისი თქით, სავარაუდოა, რომ ივანიშვილს ფული გამოატანეს იმისთვის, რომ საქართველოში ემოქმედა მათი ინტერესების შესაბამისად, თუმცა ამის დამდასტურებელი რაიმე მასალა არ აქვს.

"- მე არც მისი რუსეთის მოქალაქეობიდან გამოსვლის მჯერა, იმიტომ, რომ ჩემთან სეიფში მისი სამი რუსული პასპორტი ინახებოდა მუდმივად. მის გარდა მას სავარაუდოდ, კიდევ ჰქონდა და რომელი გააგზავნა იქითკენ იმ სამიდან.

- სამი ყალბი პასოპრტი ჰქონდა?

- ყალბი რატომ, ავთენტური რუსული პასოპრტები. ძალიან გამიკვირდება, რომ მას რუსეთის მოქალაქეობა დათმობილი ჰქონდეს".

ნიკა გვარამიას კითხვას, საშიში ადამიანია თუ არა ივანიშვილი გოგოლაძე პასუხობს, რომ საქართველოსთვის კი, რადგან მისი თაობის მილიარდერები, ყველაფერზე არიან წამსვლელები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი