ვინ არიან ბეჟან გვაზავა და გურამ ქარჩავა, რომლებსაც ზუგდიდში ბანკზე თავდასხმას "ტენიდნენ" - ნიკა გვარამიას ეთერი

გამოქვეყნდა:

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ელდარ გოგოლაძესთან ინტერვიუს შემდეგ, სპეციალურ ეთერში  აცხადებს, რომ შოკები არ მთავრდება და ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელის აყვანის სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრობს, სადაც ალყაში მოქცეული თავდამსხმელი სამართალდამცველებს გაექცათ.

ამასთან, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ნამდვილი თავდამსხმელი მოქმედი ჯარისკაცი ბადრი ესებუა იყო, ხოლო თავდასხმას სულ სხვა ადამიანს ტენიდნენ, რომელსაც ლიკვიდაცია ელოდა აყვანის დროს, და როცა ეს ყველაფერი "მთავარმა არხმა" გაასაჯაროვა, მიხვდა, მის თავს რა ხდებოდა და ნიკა გვარამიას მადლობას უხდის მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის.

"მთავარი არხის" გენდირექტორის თქმით, როცა გვაზავასთან არ გაუვიდათ, კიდევ ერთი ადამიანი, გურამ ქარჩავა მოძებნეს, რომელზეც უნდა გაევრცელებინათ მერე ინფორმაცია, რომ ყოფილია ნაცია, რადგან 2012 წელს გაუშვეს ჯარიდან. 

ბეჟან გვაზავა, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები, ძალიან სამწუხაროდ ჩემთვის, გიორგი გამსახურდია "ავერბორკებდა", რომელიც ახლა არის სამეგრელოში. ბეჟან გვაზავაც ძველი ზვიადისტია და ის მიუგზავნეს, გვაზავამ უარი თქვა და მერე უკვე, რაც მოხდა ჩვენს ეთერში იქედან მიხვდა, რაც ხდებოდა მის თავს და თქვა, რომ სიკვდილს გადავარჩინეთ, იმიტომ რომ აიღებდა საკუთარ თავზე თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში მოხდებოდა მისი ლიკვიდაცია, ყოველგვარი შეთანხმების დარღვევის გარეშე და იტყოდნენ, რომ  აიყვანეს სპეცოპერაციის შდეგად ტერორისტი, - თქვა სპეციალურ ეთერში ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალი შეიარაღებულმა პირმა 21 ოქტომბერს დააყაჩაღა, მას თანამზრახველიც ჰყავდა - ხვიბლიანი, რომელიც მძევლის როლს ასრულებდა. თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა და შვიდსაათიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლა, შემდეგ კი მოთხოვნილი თანხა, 500.000 დოლარი სამხარეო პოლიციის უფროსისგან მიიღო, თავად ისიც მძევლად აიყვანა კიდევ სამ პირთან ერთად, ბანკი დატოვა. თავდამსხმელი დღემდე არ იყო იდენტიფიცირებული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი