ოლიგარქის მიზანი საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებაა - ოპოზიცია გოგოლაძის ინტერვიუზე

გამოქვეყნდა:

"ქართუ ჯგუფის"ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ელდარ გოგოლაძის მონაყოლმა, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წარსულზე, პოლიტიკაში მოსვლაზე, გამდიდრებასა და უკანონო საქმეებზე, ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ივანიშვილს რუსეთთან და მის სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირი აქვს.

"ანაკლიის პორტის გაჩერება, მათ შორის სხვადასხვა სტრატეგიული პროექტების შეჩერება, რუსეთის ინტერესების გაძლიერება საქართველოში, მათ შორის გავრილოვის ჩამოყვანა საქართველოში. დიახ, ბანდიტიზმით და იარაღით ვაჭიორობით ნაშოვნი უამრავი უკანონო ფინანსური რესურსი. ეს ადამიანი (ივანიშვილი) არის უბრალოდ აფერისტი, ეს ადანიანი არის რუსეთის პირდაპირი ინტერესების გამთვალისწინებელი, - თქვა "ენმ-ძალა ერთოაბშიას" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ თუ ივანიშვილი თავს გრძნობს სრულიად უდანაშაულოდ და თვლის, რომ მას ცილი დასწამეს, მაშინ, მან თავად უნდა მოითხოვოს გამოძიების ჩატარბა. 

რაც შეეხება "ოცნების" იდეოლოგის, ლაშა ნაცვლიშვილის მუქარის შემცვლელ განცხადებას, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ნაცვლიშვილი რუსეთის აგენტია და ის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს გამოხატავს. 

შეგახსენებთ,  "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე 6 დღით ადრე, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა.

"ქართული ოცნების" იდეოლოგი ლაშა ნაცვლიშვილი კი, ამ ინტერვიუს შემდეგ, ნიკა გვარამიას გლდანის, ხოლო მის რესპონდენტს, გუანტანამოს ციხით დაემუქრა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი