"ქართული ოცნების" იდეოლოგი ლაშა ნაცვლიშვილი "მთავარ არხზე", ელდარ გოგოლაძესთან, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან გასული ინტერვიუს შემდეგ, ნიკა გვარამიას გლდანის, ხოლო მის რესპონდენტს, გუანტანამოს ციხით ემუქრება.

"რომ არ გადაგღალოთ, მოკლედ შევაჯამებ: გოგოლაძეს არ აცდება გუამტანამო, გვარამიას - გლდანის ციხე!", - წერს ლაშა ნაცვლიშვილი "ფეისბუქზე.

თავის მხრივ, "მთავარი არხის" გენერალური დირქტორი, ლაშა ნაცვლიშვილის პოსტში, მუქარის ნიშნების არსებობის გამო "ფეისბუქზე" აშშ-ის საელჩოს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ასევე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფიციალურ გვერდებს ნიშნავს. "მეტი რაღა უნდა მოხდეს?" - კითხულობს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე 6 დღით ადრე, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა. ეს ელდარ გოგოლაძის პირველი ინტერვიუა, რომელშიც ის ივანიშვილის წარსულზე, პოლიტიკაში მოსვლაზე, გამდიდრებასა და უკანონო საქმეებზე ყვება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი