საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი დიდი და ფართო გეგმები საქართველოს მომავალი მთავრობის სამუშაო გეგმაა. ამის შესახებ მან ყვარელში "ენმ-ძალა ერთობაშიას" შემაჯამებელ შეხვედრაზე ისაუბრა. 

"დიდი და ფართო გეგმები მაქვს და ეს გეგმები აღარ არის მარტო გეგმები, ეს არის საქართველოს მომავალი მთავრობის სამუშაო გეგმა და თქვენ იცით, ჩემი პრინციპი - საქმე ლაპარაკის ნაცვლად. საქმე ისე მომენატრა, ლაპარაკი ისე მომბეზრდა, 8 წელიწადი მხოლოდ ვლაპარაკობდით გეგმებზე. მორჩა დრო, გადავიდეთ, მივაწვეთ, გავაკეთოთ შევქმნათ, თქვენთან ერთად ავაშენოთ. ხელები მართა მექავება იმისათვის, რომ ავაშენოთ, შევძლოთ და გავაკეთოთ, ყველას დავუმტკიცოთ, რომ ყველაზე მაგრები ვართ ქართველები -  დიდი მადლობა კახეთს წინა არჩევნებზე, ახლა ეს იქნება საყოველთაო გამარჯვების არჩევნები. ცოტაც გაძელით ჩემო საყვარელო ხალხო და ყველაფერი უმაგრესად იქნება", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი 

"ენმ-ძალა ერთობაშიას" პრემიერმინისტრობის კანდიდატი კახელებს დაჰპირდა, რომ არჩევნების შემდეგ რეგიონში უამრავ პროექტებს გააკეთებს.

ცნობისთვის, 7 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობამ" და "ძალა ერთობაშიამ" პრემიერმინისტრობის საერთო კანდიდატად დაასახელა

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი