გოგოლაძის პირადი ადვოკატი ვიქნები და ვინც მას ხელს დაადებს, ხელებს დავაჭრი - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, "ოცნების" იდეოლოგის, ლაშა ნაცვლიშვილის, მუქარის შემცველ განცხადებას ეხმაურება - ნაცვლიშვილი გოგოლაძესთან ინტერვიუს გამო ნიკა გვარამიას გლდანის, ხოლო მის რესპონდენტს გუანტანამოს ციხით ემუქრება.

"ინტერვიუს გამო, ლაშა ნაცვლიშვილი გოგოლაძეს წამებას დაჰპირდა -  დარწმუნებული ვარ, რომ ნაცვლიშვილი ფხიზელი არ იყო, თორემ ამას არ დაწერდა. ნეტა დაპირებულ საჩუქარს გვიძღვნიდეს ყველას და დამიჭერდეს, არჩევნებამდე მისვლაც არ ეღირსებათ. რაც შეეხება ელდარ გოგოლაძეს, ხელს მოკიდებენ თუ არა, იმ ხელებს დავაჭრი ყველას და მე ვიქნები მისი პირადი ადვოკატი", - ამბობს ნიკა გვარამია "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი". 

შეგახსენებთ,  "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე 6 დღით ადრე, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი