"ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს, COVID-19 დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ენუქიძე ამის შესახებ Facebook-ზე წერს. 

"ძვირფასო ლეჩხუმლებო, რაჭველებო, სვანებო! მოგახსენებთ, დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. განსაკუთრებით ბოდიში მინდა მოვუხადო ლეჩხუმლებს, ვინაიდან სწორედ მათთან ერთად უნდა დამესრულებინა ჩემი წინასაარჩევნო კამპანია. მეგობრებო, თავს კარგად ვგრძნობ და თქვენთან ერთად ველოდები ღირსეულ გამარჯვებას", - წერს ენუქიძე. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი