საჩივრებით თუ განცხადებებით შეეცდებიან არჩევნების დისკრედიტაციას - კუჭავა დამკვირვებლებზე

გამოქვეყნდა:

 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებთან აფელირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციერბი საჩივრებით თუ განცხადებებით შეეცდებიან არჩევნების დისკრედიტაციას. მისი თქმით, პარტიამ ანალიზი გააკეთა, რათა ყველამ იცოდეს, თუ რეალურად ვინ არის დამოუკიდებელი და ვინაა კავშირში პოლიტიკურ პარტიებთან.

"ისინი საჩივრებით თუ განცხადებებით შეეცდებიან გარკვეული დისკრედიტაცია მოახდინონ იმ არჩევნების, რომელსაც ჩვენ ნამდვილად თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩავატარებთ... ზუსტად ამის პრევენციას ემსახურება ეს, წინასწარ იცოდეს ყველამ, ვინ რომელ პოლიტიკურ ძალასთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, მათ მიერ გაკეთებულ სხვადასხვა განცხადებას არ შეიძლება პირდაპირ ვენდოთ. ეს უნდა გადამოწმდეს სანამ ამა თუ იმ ანგარიშში მოხვდება", - თქვა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, უზრუნველყოფილი იქნება რომ შეგროვებული ინფორმაცია მიეწოდოს იმ საერთაშორისო დამკვირვებლებს რომლებიც  ქვეყანაში არჩევნებისთვის ჩამოდიან და მათაც, ვინც უკვე აქ არიან, ასევე,  ეს ინფორმაცია მიეწოდებათ საელჩოებსაც და ყველა დაინტერესებულ პირს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს, 27 ოქტომბერს გაასაჯაროვა "ქართული ოცნების" მონიტორინგის ჯგუფის მიერ გაშიფრული სქემა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია არჩევნებზე ცრუ ინფორმაციის შემქნას და გავრცელებას შეეცდება.

მისი თქმით, არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებული 129 ორგანიზაციიდან 32 ამა თუ იმ ფორმით ოპოზიციასთანაა აფილირებული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი