ქვეყნის მასშტაბით სულ 1 678 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, სულ ქვეყნის მასშტაბით 1 678 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული. ამ თემაზე მან კითხვას სპეციალურ ბრიფინგზე უპასუხა.

"დღეისთვის ჩვენ გვყავს 1 678 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, რაც შეადგენს საერთო ინფიცირებულთა 5,2%. აბსოლუტურ რიცხვში, რა თქმა უნდა, გაზრდილია ინფიცირებულთა რიცხვი, მაგრამ შეფარდებითი მაჩვენებელი შემცხირებული. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი კოლეგები ინფიცირდებიან არა მარტო სამუშაო პირობებში, არამედ ოჯახურ პირობებშიც, რადგან გვაქ ინტენსიური შიდა გავრცელება ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა ინფექციის კონტროლს სამედიცინო დაწესებულებებში ყურადღება უფრო და უფრო უნდა ექცეოდეს, რათა დავიცვათ სამედიცინო პერსონალი", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევები მზარდია.

გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 262 პაიციენტი გამოჯანმრთელდა ხოლო 23 გარდაიცვალა. ეს გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 32 127;
  • გამოჯანმრთელებულია - 12 632;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 238;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 3 757;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები -2 249;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3 847 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 32 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი