ვირუსის მომატებულ მაჩვენებლებს ჯანდაცვის სისტემა შესაბამის პასუხს აძლევს - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მომავალში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა იქნება, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა შესაბამის პასუხს აძლევს ამ შემთხვევებს. გამყრელიძემ ამ თემაზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ყოველდღიურ ბრიფინგებზე ჩვენ ვსაუბრობთ, რომ შემთხვევათა ზრდა გვექნება და სხვადასხვა პროგორზირების საშუალებით ჩვენ ვაკეთებთ პროგნოზსს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სიტუაცია მომავალში. ვეუბნებით მოსახლეობას, რომ დიახ, ჩვენ გვექნება შემთხვევათა ზრდა, მაგრამ ეს ზრდა მართვადია, კონტროლს ექვემდებარება, ჯანდაცვის სისტემა შესაბამის პასუხს აძლევს მომატებულ მაჩვენებელზე, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჯანდაცვის სისტემა მართავს სიტუაციას", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, კორონავირუსი არც ნომებერში, დეკემბერში ან მარტი-აპრილში არ გაქრება და დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მოქალაქეებმა რეკომენდაციები დაიცვან. 

გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 262 პაიციენტი გამოჯანმრთელდა ხოლო 23 გარდაიცვალა. ეს გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 32 127;
  • გამოჯანმრთელებულია - 12 632;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 238;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 3 757;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები -2 249;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3 847 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 32 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი