ოპოზიცია ოცნებობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს-გახარიას "ტოქსიკური დღეები"

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ისევ ტოქსიკურ დღეებზე საუბრობს. გიორგი გახარია ფოთში, სიტყვით გამოსვლისას ისევ ოპოზიციას დაესხა თავს და თქვა, რომ ისინი სახელმწიფო ინსტიტუტების და ჩამოშლაზე "ოცნებობენ". 

"ეს ტოქსიკური 4-5 დღე გაივლის მალე და ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ან ჩვენი საზოგადოება დავაზიანოთ... ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, მეტიც, ყველაფერს აკეთებს, რომ ინსტიტუტები ჩამოიშალოს, მაგრამ ეს უბრალოდ, მიუღწეველია. ვერ მიაღწევენ ამას....ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ინსტიტუტების გაძლიერება" - ამბობს გახარია.

პრემიერმინისტრი ზუგდიდის მოვლენებთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის ნარატივს იმეორებს.

"შეუძლებელია, ჯანმრთელ ადამიანს უხაროდეს ის, რაც ზუგდიდში დატრიალდა. ვხედავთ  ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომელიც უკიდურესად გულგატეხილი ჩანს იმის გამო, რომ სისხლი არ დაიღვარა და დღეს, მას შემდეგ, რაც სისხლი არ დაიღვარა, დაჟინებით ამხელს პოლიციას, რომ თურმე პოლიცია უუანროა", - თქვა გახარიამ.

პრემიერმინისტრი "სპეცოპერაციით" კმაყოფილია და კრიმინალის ზრდას უარყოფს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი