სოსო ჯაჭვლიანი "ოცნებიდან" დემონსტრაციულად წავიდა და ზონდერბრიგადებზე ალაპარაკდა

გამოქვეყნდა:

სოსო ჯაჭვლიანმა  "ქართული ოცნება" დემონსტრაციულად "მთავრი არხის" პირდაპირ ეთერში დატოვა. ჯაჭვლიანი სპორტის სფეროში არსებულ დარღვევებზე ღიად ალაპარაკდა და მმართველ პარტიას "ზონდერბრიგადა" უწოდა.

სოსო ჯაჭვლიანის ამ ნაბიჯის გამო მწუხარებას გამოთქვამს სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელი, შოთა ხაბარელი, თუმცა, ზონდერდაჯგუფებების შესახებ კითხვაზე კომენტარს არ აკეთებს.

პარა-მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სპორტსმენები ფინანსური კეთილდღეობის სანაცვლოდ სხვადასხვა დავალებას ასრულებენ და წინასაარჩევნო პროცესებში არიან ჩართული,  მითითებებს კი კახა კალაძის ცოლისძმისგან, გიორგი არეშიძისგან, და სპორტის მინისტრის მოადგილისგან იღებენ.

სპორტის სფეროში ზონდერდაჯგუფებების არსებობას ადასტურებს ფედერაციის წევრი, გიორგი წასიძე. მან ის სპორტსმენები დაასახელა, ვინც არეშიძის მითითებით ზონდერჯგუფების მობილიზებას ახდენს და წინასაარჩევნოდ  რეგიონებში "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად სხვადასხვა აქტივობას ავალებს. გიორგი წასიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა "კორცხელის ინციდენტი" მოახლოებულ არჩევნებზეც გამეორდეს.

რევაზ ლუტიძესა და გენადი კვიკვინიას ე.წ შავი სამყაროსთანაც აქვტ კონტაქტი, და სავარაუდოდ ქურდული სამყაროს წევრები  ზონდერჯგუფებთან ერთად ქართული ოცნებას ხმების მობილიზებაში ეხმარებიან. მთავარს წყარომ მიაწოდა ფოტოები, სადაც ლუტიძე და კვიკვინია  კანონიერი ქურდის  ლაშა შუშანაშვილის შვილთან გელა შუშანაშვილთან ერთად არიან. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი