საჭმელი ხმების სანაცვლოდ - ოზურგეთის სარიტუალო დარბაზში პროდუქტი შეიტანეს

გამოქვეყნდა:

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის მორიგი შემთხვევა ოზურგეთში. "მთავარმა არხმა" ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში დიდი რაოდენობით საკვები აღმოაჩინა, რომელიც მმართველმა გუნდმა ჩვენი ინფორმაციით, სწორედ არჩევნებზე ხმების მოპოვებისთვის უნდა გამოიყენოს. 

სარიტუალო დარბაზში მყოფებმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს და ამტკიცებდნენ რომ პროდუქტი საბავშვო ბაღებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბაღები სააგენტო უარყოფს რომ პროდუქტს სარიტუალო დარბაზში ინახავს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ამომრჩევლის მოსყიდვის გეგმები "ქართული ოცნების" საიდუმლო შტაბებში მუშავდება.

"მთავარმა" ერთ-ერთ ასეთ საიდუმლო ოფისს სამტრედიაში მიაგნო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი