რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სერგეი ლავროვი თვითიზოლაციაში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო გადავიდა. მისი ყველა შეხვედრა და ვიზიტი გადადებულია.

ცნობისთვის,  25 ოქტომბერს რუსეთში კორონავირუსის ინფიცირების რეკორდული რაოდენობა- 17,347 შემთხვევა დაფიქსირდა, 26 ოქტომბერს კი, რეკორდულად ბევრი - 320 ადამიანი გარდაიცვალა.

რუსეთში ჯამში კორონავირუსის 1.5 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 26,400-ზე მეტი ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, რუსეთი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. მას უსწრებენ ამერიკა, ინდოეთი და ბრაზილია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი