კრიზისის დროს დაცემული ფალავანი - ოპოზიცია გახარიას განცხადებებს აფასებს

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ბანკზე" თავმდასმხმასა და ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებულ, ბადრი ესებუას სამართალდამცავები ერთი კვირაა ეძებენ. პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კი ძალოვანი უწყებების ერთ კვირიანი დევნის წარუმატებელ სპეცოპერაციას  - კრიტიკულ მედიასა და ოპოზიციას აბრალებს.

მთავარი სამიზნე მთავარი არხი და მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა. გიორგი გახარია აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც დამნაშავის ვინაობა და ფოტო მედიამ  გაასაჯაროვა, აქტიურ ფაზაში მყოფ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას ხელი შეეშალა. მთავრობის მეთაურმა ოპოზიციას პოლიტიკურ სპეკულაციებში დასდო ბრალი.

"ეს არის ყველაფერი ბიძინა ივანიშვილისთვის და მის დასანახად გაკეთებული მთელი ეს ფარსი. რაც შეეხება გახარიას, ვინ აღიქვამს მას, როგორც სერიოზულ ფიგურას, დაცემული ფალავანი მთელი ამ კორონავირუსისი კრიზისის პანდემიის პერიოდში", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

მისი თქმით, ამ ქვეყანაში, რომ არ ყოფილიყო თავისუფალი მედია, "მთავარი არხი" ადამიანებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე სიმართლე არ ეცოდინებოდათ.

"ქართული ოცნების ხელისულფება არის სრულიად ჩაფლავებული ყველა მიმართულებით და მათშორის კრიმინალის წინაამღმდეგ ბრძოლის მიმართულებითაც. ისინი ყოველთვის ეძებენ თავის გასამართლებელს, რომ თითქოს როდესღაც ყოველთვის რაღაც უშლით ხელს, ამ დროს არაფერი ხელს არ უშლით, ყველა რესურსი თან აქვთ", - ამბობს სერგი კაპანაძე. 

რესპუბლიკური პარტიის წევრის, ხათუნა სამნიძის თქმით, მედია და ოპოზიცია არაა პასუხისმგებელი იმ პრობლემებზე რაც ქვეყანაშია და ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ინფორმაცია, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. 

ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იდენტიფიცირებული პირი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა, რომლის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს განაგრძობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი