მოიტანეთ ფაქტები ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა, რისთვის გააკეთა - კობახიძე ამომრჩევლის მოსყიდვაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირები, თუ სადმე იქნება კონკრეტული ფაქტი, სახელებითა და გვარებით, რეაგირება ექნებათ. ამ თემაზე მან კითხვას სპეციალურ ბრიფინგზე უპასუხა.

"მოიტანონ ფაქტები ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა, ვის დაურიგა და გვექნება რეაგირება თუ ასეთი ფაქტი არსებობს. მარტივია ყველაფრი. მოგვიტანეთ, ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა, რისთვის გააკეთა და ამასთან დაკავშირებით გვექნება რეაქცია", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ძალიან მყარი შედეგი აქვს და ასეთ პირობებში ვინმეს საშუალებას არ მისცემენ ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო გარემოს.

შეგახსენებთ, რომ "მთავარმა არხმა" ცოტა ხნის წინ " სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ძალოვანი უწყების თანამშრომლებით დაკომპლექტებული ის სია, ვინც გადამწყვეტ პოლიტიკურ არჩევნებამდე, სუს-მა საველე დავალებებზე სპეციალური მისიით მიავლინა - ნებისმიერ ფასად, ოლიგარქის პარტიისთვის, რაც შეიძლება მეტი საარჩევნო ხმა უნდა მოაბილიზონ.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნების გასაყალბებლად ზუგდუდში მისამართებზე არარსებულ ამომრჩევლებს წერენ. გარდა ამისა, რეგიონებში იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა სკოლისა და ბაღების დირექტორები, სხვა უწყებებში დასაქმებული საჯარო მოხელეები "ოცნების" წევრებმა შეხვედრაზე დაიბარეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი