"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძე, ყოფილი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც წულუკიანმა თქვა, რომ არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებული 129 ორგანიზაციიდან 32 ამა თუ იმ ფორმით ოპოზიციასთანაა აფილირებული.

"აქამდე ვიცოდით, რომ არსებობდნენ დამკვირვებლები, ობიექტური დამკვირვებლები ახლა უკვე ვიცით, რომ არსებობენ სუბიექტური დამკვირვებლებიც, ასეთი ტერმინი შემოვიდა პარაქტიკულად. ისინი ამბობენ, რომ ამის კანონიერი უფლება აქვთ და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, მართალია, მაგრამ ისინი ვერასდროს იქნებიან ობიექტური დამკვირვებლები, ისინი ყოველთვის ტენდენციურები და მავნებლური საქმის გამკეთებლები იქნებიან, რასაც აქამდე აკეთებდნენ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, პარტიამ ისინი ამხილა, რათა ქართული საზოგადოება და საერთაშორისო დამკვირვებლები შეცდომაში არ შეიყვანონ და არჩევნებს ჩრდილი არ მიადგეს.

წულუკიანმა 27 ოქტომბერს გაასაჯაროვა "ქართული ოცნების" მონიტორინგის ჯგუფის მიერ გაშიფრული სქემა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია არჩევნებზე ცრუ ინფორმაციის შემქნას და გავრცელებას შეეცდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი