საფრანგეთში, უკვე მეორედ, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ქვეყანაში, უკვე მეორედ, საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, რომელიც, მინიმუმ, ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

შეზღუდვები პარასკევიდან, 30 ოქტომრიდან, ამოქმედდება - ხალხს სახლის დატოვება მხოლოდ გადაუდებელი სამუშაოსა ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად შეეძლება. კარანტინის პირობებში დაიკეტება ბარ-რესტორნები, თუმცა სკოლები და ქარხნები კვლავ იფუნქციონირებს. 

კარანტინის მეორედ დაწესება ყვეყანაში არსებულმა მძიმე ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ განაპირობა. მხოლოდ ბოლო 24 საათში ქვეყანაში დამატებით 33 000 ადამიანი ინფიცირდა, შესაბამისად, გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. 

როგორც მაკრონი ამბობს, "ეჭვგარეშეა, რომ ვირუსის მეორე ტალღა პირველზე გაცილებით რთული იქნება". 

გარდა საფრანგეთისა, გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელიც, ფიქრობს, რომ ქვეყანამ ახლავე უნდა იმოქმედოს და ერთიანი ძალისხმევით ებრძოლოს კორონავირუსის გავრცელებას. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი