"მთავარ არხს" ანონიმურმა წყარომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის (ГРУ) გასაიდუმოებული დოკუმენტი მიაწოდა, სადაც გაწერილია დეტალური გეგმა, როგორ უნდა გააქტიურდეს წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ანტიდასავლური და პრორუსული განწყობები.
დოკუმენტი გრიფით საიდუმლოა და ის შინაარსით ოპერატიულ მოხსენებას წარმოადგენს. დოკუმენტი 2017 წლის დეკემბრით თარიღდება და მისი სახელწოდებაა "პროექტი საქართველო 2020".
ანგარიშში საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოში სხვადასხვა მეთოდებით პრორუსული განწყობების გაღვივება და პოლიტიკურ ცხოვრებაში ღიად თუ ფარულად პრორუსული ძალების გააქტიურება.
ეს ანგარიში საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურების მიერაა მოპოვებული და მაღალი ალბათობით ის ახლა უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსნებთანაც მოხვდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ანგარიშში პირდაპირაა დასახელებული დავით გარეჯის საქმე და აღნიშნულია, რომ ეს საზოგადოებისთვის მტკივნეული თემა იქნება და ულტრამემარჯვენე, ულტრარადიკალური და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას გამოიწვევს.
"არჩევნებისთვის პოლიტტექნოლოგიურად მომგებიანი იქნება აიწიოს კონკრეტული, საზოგადოებისთვის მტკივნეული თემა (2012 წლის არჩევნების ეფექტი) უნდა მოხდეს ამ თემის გადაწყობა კონკრეტული სამიზნე აუდიტორიისთვის და საჭირო გზავნილების გავრცელება ნებისმიერი ეფექტური გზით. (აუცილებლობის შემთხვევაში ჩაერთოს აქტიური ღონისძიებების სხვა ინსტრუმენტებიც) სავარაუდო თემებია: თურქული ოკუპაცია, ოკუპაცია აზერბაიჯანის მხრიდან - გარეჯი, ასევე, დამატებითი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შემთხვევაში", - წერია დოკუმენტში.
ჩვენ მიერ მოპოვებულ დოკუმენტში გაშიფრულია ის ადმიანები, რომელთა გამოყენებაც პოეტენციურად რუსულ სპეცსამსახურებს შეუძლიათ. ჩამონათვალში მოხვდნენ ის სასულიერო პირები, რომლებიც დავით გარეჯის საქმეში "ბრალმდებლები" არიან. სიაშია ბიზნესმენი დავით ხიდაშელიც, რომელიც "ოქროს მოწმედ" ითვლება.
"ადგილობრივი პოლიტ-ელიტა, რომელიც ფარულად მხარს გვიჭერს, მაგრამ არ შეუძლია ამის ღიად განცხადება, თუმცა შეუძლია რეალური გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე და ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯებზე, ამ მიმართუელბით, რეკომენდირებულია გავააქტიუროთ უკვე არსებული ოპერატიული არხები: ლაშა ნაცვლიშვილი, ოთარ ფარცხალაძე, ვახტანგ გომელაური, იოსებ გოგაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, კახა კახიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი ( მიუხედავად დაკარგული პოზიციებისა) გიორგი ვოლსკი, ზურაბ აბაშიძე, დავით საგანელიძე.
ოპერატიული შენიშვნა: უსაფრთხო--ოპერატიული კავშირის დასამყარებლად მიჰყევით "ცენტრის მკაცრ" მითითებებს ", - აღნიშნულია დოკუმენტში.
მმართველმა გუნდის რიტორია ამ თემასთან დაკავშირებით ერთგვაროვანი იყო და ისინი თავს "მთავარ არხს" ესხმიან.
"რუსული მედია, გლავკანალი მეკითხება, რუსულ წყაროებზე. რუსული თემა გადის თქვენი ტელევიზიის ხაზზე და დღეს ეს ხალხი რუსულ ნარატივზე ლაპარაკობს. დავით გარეჯა ჩააბარეს და დღეს რუსულ ნარატივზე ესაუბრებიან ვიღაცას", - ასე ეხმაურება გია ვოლკსი ГРУ-ს გასაიდუმოებულ დოკუმენტს, სადაც თავადც არის დასახელებული.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, წყარო თვითონ "მთავარმა არხმა" შემქნა.