ოპოზიციის შეფასებით, "მთავარი არხის" დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ოპოზიციაში გადადის.
"იმის გამო, რომ ხელისუფლება ხალხს აშინებს, ძალიან ბევრი ადამიანი საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს გამოკითხვაში არ აფიქსირებს. სინამდვილეში, ისინი არიან ოპოზიციის მხარდამჭერები", - ამბობს "ლელოს" ერთერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე.
თავის მხრივ, გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, ფიქრობს, რომ თუ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არჩევნებზე მივა, "ოცნება" ხელისუფლებიდან წავა.
"მთავარი გამოწვევაა, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე. არ უნდა შეეშინდეთ პანდემიის, კობახიძის სისულელეების და უარი უნდა თქვან ნიჰილიზმზე, რომ მაინც არაფერი შეიცვლება," - თქვა ზურა ჯაფარიძემ.
IPSOS-ის კვლევის შედეგებს მმართველი გუნდიც გამოეხმაურა. "ოცნების" სიის მე-3 ნომერმა და პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, თქვა: "თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან - ეს არის კობიაშვილი გლდანში, სუბარი სამგორში და ქადაგიშვილი თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში - რომელიმე მათგანი ვერ მოიგებს არჩევნებს, მე წავალ პოლიტიკიდან".
აქვე, "მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 17 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,2%-ია.
კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv სექტორში "არჩევნები 2020".
შეგახსენებთ, "მთავარმა არხმა" გასულ კვირებში IPSOS-ის მიერ ჩატარებული სხვა კვლევებიც გამოაქვეყნა, რომელთა სრულად ნახვაც შეგიძლიათ აქ :